შპს მივეი აპპ (ს/კ: 405847044), იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, N30ა.
საკონტაქტო ნომერი: + 995 511 531 509
ელ-ფოსტა: info@meway.ge
Meway უზრუნველყოფს პლატფორმის მეშვეობით შეკვეთილი მომსახურების მონიტორინგს, მათ შორის იმის კონტროლს, რომ მომხმარებელს გადაეცეს ტექნიკურად გამართული და უსაფრთხო ავტომობილი. თუ ავტომობილი აღმოჩნდება ტექნიკურად გაუმართავი ან არ შეესაბამება განცხადებულ პირობებს, Meway იღებს პასუხისმგებლობას მომხმარებლისთვის ქირავნობის საფასურის სრულ/ნაწილობრივ დაბრუნებაზე (Refund).
პასუხისმგებლობის შეზღუდვა: Meway არ აგებს პასუხს იჯარის პერიოდში წარმოქმნილ ავარიაზე, მექანიკურ დაზიანებაზე, ქურდობაზე, ძარცვაზე, მესამე პირებისთვის მიყენებულ ზიანზე ან საგზაო/საპარკინგე ჯარიმებზე. აღნიშნულ საკითხებზე სრული სამართლებრივი და ფინანსური პასუხისმგებლობა ეკისრება უშუალოდ ავტომობილის ფაქტობრივ მომხმარებელს („სტუმარს“). Meway-ს მაქსიმალური ფინანსური პასუხისმგებლობა ნებისმიერ შემთხვევაში შემოიფარგლება ექსკლუზიურად კონკრეტული ჯავშნისთვის გადახდილი მომსახურების ღირებულებით.
მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე ატვირთული მონაცემები მუშავდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
სტუმრის მიერ ვერიფიკაციის მიზნით გაზიარებული დოკუმენტები (პირადობა, მართვის მოწმობა) მესამე პირისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ იდენტიფიცირებისთვის.
იჯარის საბაზისო ღირებულება იანგარიშება 24-საათიანი ინტერვალებით, ჯავშნის დაწყებისა და დასრულების ზუსტი დროის მიხედვით. 24-საათიანი ციკლის ამოწურვის შემდეგ, ყოველი მომდევნო დამატებითი საათი ანაზღაურდება პროპორციულად (საათობრივი ტარიფით). თუ დამატებითი დროის ხანგრძლივობა აღემატება 12 საათს, ჯავშანს ავტომატურად დაემატება სრული მომდევნო დღის საფასური.
ტექნიკური ხარვეზი: თუ პლატფორმის ტექნიკური შეცდომის ან სისტემური ხარვეზის შედეგად ჯავშანი განხორციელდა არასწორად ასახული ფასის ან პირობების საფუძველზე, Meway იტოვებს უფლებას გააუქმოს ასეთი ჯავშანი და სრულად დაუბრუნოს თანხა სტუმარს.
დავის/უთანხმოების თავიდან ასაცილებლად, მომხმარებლისთვის რეკომენდებულია ავტომობილის ვიზუალური მდგომარეობის, სალონისა და საწვავის ნიშნულის ფოტო/ვიდეო გადაღება, მომსახურების მიღება-ჩაბარებისას. მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში, Meway მოკლებულია შესაძლებლობას ობიექტურად გადაწყვიტოს დავა დეპოზიტთან დაკავშირებით.
ავტომობილის მიღება და დაბრუნება დასტურდება პლატფორმის შესაბამისი ღილაკით (პოპაპ-ფანჯრის დადასტურებით).
სტუმარი ვალდებულია მიუთითოს უტყუარი პერსონალური მონაცემები და აკმაყოფილებდეს Meway-ს მიერ დაწესებულ მინიმალურ მოთხოვნებს (ასაკი, მართვის გამოცდილება).
აკრძალული ქმედებები: რბოლებში მონაწილეობა, ავტომობილის ქვეგაქირავება, ნასვამ ან ნარკოტიკულ მდგომარეობაში მართვა.
ტერიტორიული შეზღუდვა: ავტომობილის გაყვანა საქართველოს საზღვრებს გარეთ ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულია.
პირადი ნივთები: Meway არ არის პასუხისმგებელი ავტომობილში სტუმრის მიერ დატოვებულ, დაკარგულ ან დაზიანებულ პირად ნივთებზე.
ავარიის, ტექნიკური გაუმართაობის ან ნებისმიერი გაუგებრობის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს Meway-ს მხარდაჭერის გუნდს.
სტუმარი ვალდებულია პლატფორმაში დაადასტუროს ავტომობილის ჩაბარება. დადასტურების გარეშე, ჯავშნის დაწყებიდან 1 საათის შემდეგ სისტემა ჩაბარებას ავტომატურად ადასტურებს.
Meway უზრუნველყოფს, რომ მომხმარებელს გადაეცეს ტექნიკურად გამართული, სუფთა, ყველა საჭირო დოკუმენტით აღჭურვილი და კანონით დადგენილი სავალდებულო ტექ-ინსპექტირება გავლილი ავტომობილი.
ჯავშნის დადასტურების სტანდარტული ვადა შეადგენს 2 საათს (ექსპრეს ჯავშნისას - იჯარის დაწყებამდე დარჩენილ დროს მინუს 30 წუთი). თუ აღნიშნულ ვადაში ჯავშანი ვერ დასტურდება, Meway უზრუნველყოფს გადახდილი თანხის სრულ, 100% დაბრუნებას.
თუ მგზავრობის ოფიციალური დაწყების დროიდან გავიდა 1 საათი და მიღება/გადაცემა აპლიკაციაში არ დადასტურებულა, ჯავშანი სისტემის მიერ ავტომატურად ითვლება გააქტიურებულად (თუ პლატფორმაზე არ არის დაფიქსირებული აქტიური პრეტენზია).
ჯავშნის დასრულებიდან 2 საათში დეპოზიტი ავტომატურად უბრუნდება სტუმარს, თუ Meway-ს მხრიდან არ დაფიქსირებულა პრეტენზია.
პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში (დაზიანება, საწვავის დანაკლისი, ჯარიმა), დეპოზიტი რჩება დაბლოკილი პლატფორმაზე საკითხის საბოლოო შესწავლამდე.
თუ სტუმარს დაგვიანებით დაბრუნებისთვის დაერიცხა დამატებითი თანხა (მუხლი 6.2), აღნიშნული თანხა ავტომატურად გამოაკლდება დეპოზიტს, ხოლო დარჩენილი ნაწილი უბრუნდება სტუმარს.
0 - 30 წუთი: უფასო.
30 წთ - 3 სთ: დღიური ტარიფის 30%.
3 სთ-ზე მეტი: სრული დღიური ტარიფი.
დაგვიანებით დაბრუნებისთვის დარიცხული თანხა ჩამოიჭრება სტუმრის დეპოზიტიდან (იხ. მუხლი 6.1).
საწვავი: ავტომობილი უნდა დაბრუნდეს საწვავის იმავე ნიშნულით, რაც იყო მიღებისას. განსხვავების შემთხვევაში, Meway უფლებამოსილია დეპოზიტიდან ჩამოჭრას შესაბამისი კომპენსაცია.
ჰიგიენა: სალონში მოწევის, მნიშვნელოვანი დაბინძურების ან ქიმწმენდის საჭიროების შემთხვევაში, Meway უფლებამოსილია დეპოზიტიდან ჩამოჭრას დასუფთავების ხარჯი.
საგზაო ჯარიმები: იჯარის პერიოდში მიღებულ ყველა ვიდეო, საპარკინგე თუ ადმინისტრაციულ ჯარიმაზე პასუხისმგებელია სტუმარი.
სტუმრის მიერ ჯავშნის გაუქმება:
ჯავშნის დაუდასტურებლობისას, დაჯავშნიდან 30 წუთის განმავლობაში გაუქმებისას, ან იჯარის დაწყებამდე 24 საათით ადრე გაუქმებისას - გადახდილი თანხა (მათ შორის დეპოზიტი) სტუმარს უბრუნდება სრულად, 100%.
იჯარის დაწყებამდე 24 საათზე ნაკლებ დროში გაუქმებისას:
2 დღეზე (48 საათზე) მეტი ხანგრძლივობის ჯავშანზე - გაუქმების საფასური შეადგენს ნახევარი დღის ქირავნობის ღირებულებას. დარჩენილი თანხა უბრუნდება სტუმარს.
2 დღეზე ნაკლები ხანგრძლივობის ჯავშანზე - გაუქმების საფასური შეადგენს სრული 1 დღის ქირავნობის ღირებულებას.
თუ Meway-ს მხრიდან ვერ ხერხდება მომსახურების გაწევა (ტექნიკური შეფერხება ან სხვა გაუთვალისწინებელი გარემოება), მომხმარებელს გადახდილი თანხა უბრუნდება სრულად.
მომხმარებელს უფლება აქვს, მომსახურების ხარვეზის შესახებ განაცხადოს Meway-ს მხარდაჭერის სამსახურში.
მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, Meway იტოვებს ექსკლუზიურ უფლებას, მხარეთა მიერ წარმოდგენილი ფაქტებისა და მტკიცებულებების (ფოტო/ვიდეო მასალა, მიმოწერა, სისტემური ლოგები) საფუძველზე, თავად მიიღოს საბოლოო ადმინისტრაციული გადაწყვეტილება დეპოზიტის ჩამოჭრის, დაბრუნების ან ტრანზაქციის ანულირების შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სავალდებულოა პლატფორმის შიდა ფინანსური ანგარიშსწორებისთვის, თუმცა არ ზღუდავს მხარეთა უფლებას, დავა განიხილონ საქართველოს სასამართლოს მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.