MeWay

სამართლებრივი საკითხები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

1. მიზანი და მოქმედების სფერო

წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს შპს "შპს მივეი აპპ"-ს (შემდგომში "ჩვენ" ან "Meway") მიერ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავების წესს, მიზნებსა და უსაფრთხოების პირობებს. პოლიტიკა სრულად შეესაბამება საქართველოს კანონს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" და ეფუძნება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებს, მათ შორის მონაცემთა დაცვის ზოგად რეგლამენტს (GDPR).

ვებგვერდით (www.meway.ge) ან მობილური აპლიკაციით სარგებლობა ნიშნავს, რომ თქვენ გაეცანით და ეთანხმებით წინამდებარე პოლიტიკის პირობებს.

2. ტერმინთა განმარტება

•

მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი: შპს "შპს მივეი აპპ" (ს/კ: 405847044), მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N30ა.

•

მონაცემთა სუბიექტი: ფიზიკური პირი, რომელიც იყენებს პლატფორმას (სტუმარი ან გამქირავებელი).

•

პერსონალური მონაცემი: ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ იძლევა პირის იდენტიფიცირების საშუალებას.

•

მესამე მხარე: ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მონაწილეობს მონაცემთა დამუშავების პროცესში (მაგ. გადახდების ოპერატორი, ანალიტიკური სერვისები და სხვ.).

3. მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები

ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს შემდეგი სამართლებრივი საფუძვლებით:

•

მონაცემთა სუბიექტის თანხმობა: ნებაყოფლობითი დასტური კონკრეტული მიზნით მონაცემთა დამუშავებაზე.

•

სახელშეკრულებო აუცილებლობა: მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მხარეებს შორის ავტომობილის ქირავნობის ხელშეკრულების დასადებად და შესასრულებლად.

•

ლეგიტიმური ინტერესი: პლატფორმის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, თაღლითობის პრევენცია და სერვისის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება.

4. დამუშავებული მონაცემების კატეგორიები

•

სარეგისტრაციო ინფორმაცია: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი.

•

ვერიფიკაციის დოკუმენტები: პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და მართვის მოწმობის ფოტოასლები.

•

ავტომობილის მონაცემები: სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშანი, ავტომობილის ფოტოები.

•

ფინანსური მონაცემები: ინფორმაცია განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ. (შენიშვნა: საბანკო ბარათის მონაცემებს ამუშავებს მხოლოდ გადახდის პროვაიდერი Flitt).

•

ტექნიკური და ქცევითი მონაცემები: IP მისამართი, ინფორმაცია მოწყობილობისა და ბრაუზერის შესახებ, პლატფორმაზე განხორციელებული აქტივობების ისტორია.

5. მონაცემთა დამუშავების მიზნები

•

მომხმარებლის იდენტიფიკაცია და მრავალეტაპიანი ვერიფიკაცია.

•

ჯავშნისა და ავტომობილის ქირავნობის პროცესის სრულყოფილი მართვა.

•

პლატფორმის მომხმარებლებს (სტუმარსა და გამქირავებელს) შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა.

•

თაღლითობის, არამართლზომიერი ქმედებებისა და უსაფრთხოების რისკების პრევენცია.

•

სერვისის ოპტიმიზაცია, სტატისტიკური ანალიზი და ფუნქციონალის გაუმჯობესება.

•

მარკეტინგული შეთავაზებების მიწოდება (მომხმარებლის წინასწარი თანხმობის საფუძველზე).

6. მონაცემთა გაზიარება მესამე მხარეებთან

ჩვენ ვთანამშრომლობთ შემდეგ სერვისებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ პლატფორმის გამართულ მუშაობას:

•

Flitt - გადახდების უსაფრთხო დამუშავება.

•

Google Analytics 4 / Hotjar - მომხმარებელთა ქცევის ანალიზი სერვისის გასაუმჯობესებლად.

•

Facebook Pixel - მიზნობრივი რეკლამისა და მარკეტინგული აქტივობების ოპტიმიზაცია.

•

Vercel - ვებგვერდის ჰოსტინგი და ტექნიკური ინფრასტრუქტურა.

დამატებით:

•

მონაცემთა გაზიარება მომხმარებლებს შორის: ჯავშნის დადასტურებისას, სტუმრისა და გამქირავებლის აუცილებელი მონაცემები ზიარდება მეორე მხარესთან მომსახურების გაწევის მიზნით.

•

სახელმწიფო ორგანოები: მონაცემები გაიცემა მხოლოდ კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე.

7. მზა ჩანაწერები (Cookies) და თრექინგ ტექნოლოგიები

ჩვენ ვიყენებთ მზა ჩანაწერებს (Cookies) და მსგავს ტექნოლოგიებს მომსახურების პერსონალიზაციისთვის:

•

აუცილებელი Cookies: საიტის ბაზისური ფუნქციონირებისთვის.

•

ანალიტიკური Cookies: პლატფორმის გამოყენების თავისებურებების შესასწავლად.

•

მარკეტინგული Cookies: რეკლამის ეფექტურობის ასამაღლებლად.

მომხმარებელს შეუძლია მართოს Cookies-ის პარამეტრები ბრაუზერის ან სპეციალური თანხმობის (Consent) მექანიზმის საშუალებით.

8. მარკეტინგული კომუნიკაცია

თქვენი თანხმობის შემთხვევაში, Meway-მ შეიძლება მოგაწოდოთ ინფორმაცია სიახლეებისა და ფასდაკლებების შესახებ შემდეგი არხებით:

•

SMS შეტყობინებები.

•

ელექტრონული ფოსტა.

•

Push-შეტყობინებები.

მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს უფლება, უარი განაცხადოს მარკეტინგული შეტყობინებების მიღებაზე (Opt-out/Unsubscribe).

9. მონაცემთა შენახვის ვადები

•

აქტიური ანგარიში: მონაცემები ინახება ანგარიშის არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

•

წაშლილი ანგარიში: ანგარიშის წაშლის მოთხოვნიდან მონაცემები ინახება 30 დღის განმავლობაში (შესაძლო აღდგენის ან სამართლებრივი საჭიროებისთვის).

•

ტრანზაქციული ისტორია: ინახება 3 წლის განმავლობაში (საგადასახადო და სამართლებრივი მიზნებისთვის).

•

ვერიფიკაციის დოკუმენტები: ინახება ანგარიშის აქტიურობის პერიოდში და იშლება მომსახურების შეწყვეტისთანავე.

10. უსაფრთხოების ზომები

მონაცემთა დასაცავად ჩვენ ვიყენებთ უსაფრთხოების მოწინავე მექანიზმებს:

•

მონაცემთა დაშიფვრა და დაცული კავშირის პროტოკოლი (HTTPS).

•

წვდომის მკაცრი კონტროლი: პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ ავტორიზებულ თანამშრომლებს, ვისთვისაც ეს კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.

•

მონაცემთა მინიმიზაციის პრინციპი: ვაგროვებთ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რაც აუცილებელია სერვისის მისაწოდებლად.

11. მომხმარებლის უფლებები

თქვენ გაქვთ უფლება:

•

მიიღოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ.

•

მოითხოვოთ არაზუსტი მონაცემების გასწორება ან სრული წაშლა.

•

მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეზღუდვა ან შეწყვეტა.